საზაფხულო სკოლის მისია

სოციალური მეცნიერებებისათვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი თეორიასა და ემპირიულ კვლევას შორის. უფრო უკეთ რომ ითქვას, არ არსებობს თეორია ემპირიული დადასტურების გარეშე და პირიქით. ამიტომ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტის შესწავლის მიზნით, მეცნიერები რეგულარულად ატარებენ ემპირიულ კვლევებს, რათა შეამოწმონ ესა თუ ის მეცნიერული მოსაზრება/ჰიპოთეზა/ვარაუდი. კვლევის შედეგები ხშირად იწვევს არსებული თეორიების გადასინჯვას და დახვეწას, ზოგჯერ კი ძველი თეორიის უარყოფას და ახალი თეორიის წარმოშობას. შედეგად მეცნიერების განვითარებამ ნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კვლევის, როგორც ინსტრუმენტის მეთოდების განვითარებასთან. ასევე ცნობილია, რომ სოციალური კვლევის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების კეთილგანწყობაზე მკვლევარების მიმართ, რესპონდენტების ნდობაზე ინტერვიურებისადმი და კვლევითი ორგანიზაციისადმი, მათ რწმენაზე, რომკვლევა ტარდება კეთილსინდისიერად, ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით, რწმენა იმისა, რომ დაცული იქნება ობიექტურობა. ამ სტანდარტების დაცვა გამოწვევაა მკვლევარისთვის და ერთ-ერთი სფერო, სადაც ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას პოლიტიკაა. 

საქართველოში ბოლო12-15 წლის განმალობაში პოლიტიკური პროცესები ითვალისწინებდა კვლევითი სფეროს ჩართულობას. კვლევა გამოიყენებოდა როგორც სამუშაო პროცესის ასევე საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, ერთის მხრივ კვლევა ზომავდა მოსახლეობის განწყობებს, მეორეს მხრივ პოლიტიკური პარტიების მიერ გამოიყენებოდა როგორც კონკურენტებთან უპირატესობის დასტური, იარაღის ფუნქციას ასრულებდა საინფორმაციო ომში. პოლიტიკური პარტიები კვლევის შედეგებს იყენებდნენ თავისი საარჩევნო სტრატეგიის, გზავნილების ჩამოყალიბებისა და სააგიტაციო მასალების შექმნისთვის. კვლევის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში კვლევის ხარისხისა და მეთოდების მიმართ შექმნა ხარისხის მიმართ მაღალი მოთხოვნა. ამიტომ სხვა კვლევით სფეროებს შორის შეიქმნა პირობა მეთოდოლოგიური მხარის განსაკუთრებული განვითარებისა და დახვეწისათვის. შედეგად ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა ძალიან დიდი კვლევითი და სტატისტიკური მასალა მონაცემთა ბაზების სახით. ნაწილი მონაცემებისა ხელმისაწვდომია კვლევითი კომპანიების საიტებზე, არის მნიშვნელოვანი ნაწილი რომლებიც ინახება კვლევითი კომპანიების არქივებში. 

უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობა ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან ნაყოფიერ საფუძველს შექმნის მონაცემების ბაზების ერთად თავმოყრისა და ანალიზისათვის. მნიშვნელოვანია ეს ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია გავუზიაროთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და სტუდენტებს. სწორედ ამას ისახავდა მიზნად საზაფხულო სკოლა. 

თვითონ ღონიეძიება წარმოადგენს საზაფხულო სკოლას სოციალური მეცნიერებების (სოციოლოგია, ფსიქოლოგია პოლიტოლოგია, მარკეტინგი) სხვადასხვა მიმართულებებზე მაგისტრატურის სტუდენტებისა და ახალგარზდა პროფესიონალებისთვის. 

საზაფხულო სკოლის თემაა – კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში ტენდენციები, სიახლეები, გამოწვევები, პოლიტიკურიკვლევა როგორც მიმართულება საქართველოსა და მსოფლიოში.

გარდა ამისა სკოლა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნას პლატფორმა პროფესიონალთა ურთიერთობისათვის ემპირიული კვლევების მეთოდოლოგიებისა და სიახლეების თემაზე.