საზაფხულო სკოლა

„კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში ტენდენციები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევის პრაქტიკა“

თბილისი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

6-14 ივნისი 2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ა.წ. 6-14 ივნისს მიმდინარეობდა სსიპ- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინასებით მიმდინარეობდა საზაფხულო სკოლა _ „სოციალურ მეცნიერებებში ტენდენციები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევის პრაქტიკა“. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სოციალურიმეცნიერებების (სოციოლოგია, ფსიქოლოგია,პოლიტოლოგია, მარკეტინგი) სხვადასხვა მიმართულებების 18 მაგისტრატურის სტუდენტი და ახალგაზრდა პროფესიონალი.

სკოლის თემატიკას წარმოადგენდა კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში ტენდენციები, სიახლეები, გამოწვევები, პოლიტიკური კვლევა როგორც მიმართულება საქართველოსა და მსოფლიოში. სკოლა ითვალისწინდება, როგორც თეორიულ მეცადინეობას, ისე კვლევის პრაქტიკულ სიმულაციას. 

სკოლის მიზნები იყო:

  • შგვეთავაზებინა მონაწილეებსათვის წლების განმავლობაში პოლიტიკური კვლევების სფეროში დაგროვილ მასალაზე დაფუძნებული ანალიზი; 
  • გაგვეზარდა მათში პოლიტიკური კვლევის საკითხების მიმართ დაინტერესება;
  • კონკრეტული ქეისების/შემთხვევების მაგალითებზე გვეჩვენებინა პრაქტიკულ ჭრილში პოლიტიკური კვლევის საჭიროებები, პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

სკოლის ფარგლებში ლექციები და სემინარები ჩაატარეს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა იოჰან თოლენმა, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი კომპანია იაპსოს აშშ-ს ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვოლესმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმა და კვლევითი კომპანიების BCG-ს   CRRC-ს წარმომადგენელებმა. 

სწავლება გრძელდებოდა 8 დღე და მოიცავდა 3 თემატურ კატეგორიას: 

  • კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, სიახლეები გამოწვევები (2 დღე) 
  • პოლიტიკური კვლევა _  დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა და არსებული მონაცემთა ბაზის ანალიზი და პრეზენტაცია 2 დღე)
  • პრაქტიკული სამუშაოები:
    • სამუშაო ჯგუფების შექმნა შერჩეული მეთოდოლოგიით კონკრეტული კვლევის პროგრამის, ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება (1 დღე)
    • სამუშაო ჯგუფების მიერ საველე სამუშაოების ჩატარება (1 დღე) 
    • მონაცემთა გენერირება და ანალიზი _  მონაცემთა კოდირება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა, წმენდა, დამუშავება დაანალიზი (1 დღე)
    • მონაწილეთა ჯგუფური პროექტების პრეზენტაცია, საუკეთესო პროექტის გამოვლენა. დაჯილდოვება, საზაფხულო სკოლის მუშაობის შეჯამება (1 დღე).

პროგრამის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. წინამდებარე ბროშურა მოიცავს სკოლის სასწავლო და სიმულაციური კვლევის მასალებს. მასალები ასევე ატვირთულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდზე  politicalsummerschool.iliauni.edu.ge